ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ინფორმაციით, ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია მედიის 31 წარმომადგენელი, რომელმაც აქციის დარბევის დროს დაზიანება მიიღო.
მედიის წარმომადგენლებს სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნებათ. ზოგიერთ მათგანს დასჭირდა ქირურგიული ჩარევა, ერთ-ერთი მედიის წარმომადგენელმა თვალი დაკარგა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია თითოეული ამ შემთხვევის გამოძიებას ითხოვს და ამ მოთხოვნით 15:00 საათზე მათ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია დაიწყეს, რომელიც ამ წუთებშიც გრძელდება.









