აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან მივიდნენ.
აქტივისტებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობამდე მსვლელობა საყვირებისა და ავტომობილების სიგნალების ხმის ფონზე გამართეს.
აქტივისტების მთავარი მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომაა.
აქცია დღეს, 19:00 საათზე კვლავ გაგრძელდება პარლამენტის შენობის წინ.