ახლადრეაბილიტირებულ “შემაფერხებელს” კორექტირება სჭირდება (+ფოტო)

ქალაქის შემოსასვლელში ე.წ. შემაფერხებელზე კორექტირების სამუშაოები მიმდინარეობს. გუშინ სამუშაოები დასრულდა, თუმცა შესაბამისმა სამსახურმა, შემოწმების შედეგად ხარვეზები აღმოაჩინა. შემსრულებელ კომპანიას დაზიანებული ფილების ხელახლა დაგება მოუწევს. სამუშაოები ხვალ დილით უნდა დასრულდეს.