ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე, გურამ თუშიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.
ქართველმა მძიმეწონოსანმა, ფინალურ ორთაბრძოლაში რუსი ინალ ტასოევი დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ამრიგად, საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპულ თამაშებზე გამოსვლა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედლით დაასრულა და არაოფიციალურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.