ზაქარია ქუცნაშვილმა აქტივისტებს ბანერი დაუხია, რომელზეც „სირცხვილი მთავრობას“ ეწერა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა სამოქალაქო აქტივისტებს ბანერი დაუხია, რომელზეც „სირცხვილი მთავრობას“ ეწერა.

ზაქარია ქუცნაშვილი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა, რა დროსაც სამოქალაქო აქტივისტებმა მის უკან ბანერი გაშალეს რომელზეც „სირცხვილი მთავრობას“ ეწერა. აქტივისტები სკანდირებდნენ, „მოღალატე, მონავ“.
ამან დეპუტატი გააღიზიანა და აქტივისტების ბანერი დახია.