თუ საქართველო ბოდიშს მოიხდის დიალოგი აღდგება-რუსეთის ფედერაციის საბჭო

რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერის ვალენტინა მატვიენკოს განცხადებით, რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტი არ არის, ეს საქართველოს შიდა პრობლემაა, მაგრამ ამ ქვეყნის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რუსეთთან ურთიერთობის გასაწყვეტად.

„ის ხელისუფლება, რომელიც ახლა საქართველოშია, ყველაფერს აკეთებს, რათა შეწყვიტონ რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობა. ისინი არ არიან დამოუკიდებლები, ისინი კარნახით მოქმედებენ. ასე რომ, სანამ ხელისუფლება არ გამოიჩენს ავტორიტეტს და ქვეყანაში მშვიდობას არ დაამყარებს, მანამ არ შეწყდება ეს რუსოფობიური ტალღა, რომელიც რადიკალებმა წამოიწყეს. ჩვენ არაფერი გვექნება სასაუბრო – ქვეყანაში წესრიგი დაამყარეთ და ბოდიში მოიხადეთ იმისთვის რაც მოხდა. მაშინ შესაძლებელი იქნება დიალოგი,” – განაცხადა სპიკერმა.