მაშველებმა ყაზბეგში გერმანელი ტურისტი გადაარჩინეს. როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურიდან იტყობინება, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ დაბა სტეფანწმინდაში თხილამურებით სრიალის დროს გერმანიის მოქალაქე დაშავდა.
შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე უმოკლეს დროში მოხდა სწრაფი რეაგირების მაშველების მობილიზება, რომლებმაც სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით ქალი უსაფრთხო ადგილზე ჩამოიყვანეს. ტურისტის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.









