მეგობრობის გამზირზე მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ცოტახნის წინ მეგობრობის გამზირზე მიკროავტობუსს, რომელიც გარდაბანი თბილისის რეისს ასრულებდა ცეცხლი გაუჩნდა.

შემთხვევის შედეგად პირველი ხარისხის დამწვრობა მიიღო მიკროავტობუსის მძღოლმა. დაშავებულს დახმარება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა აღმოუჩინა.

მიკროავტობუსის მძღოლის თქმით, ცეხლის გაჩენა სავარაუდოდ სადენებმა გამოიწვია.

სახანძრო-სამაშველო ჯგუფმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოახერხეს.