რუსთავში , მეგობრობის გამზირზე წყლის მილი გასკდა, რამაც მეგობრობის გამზირის 12, 12ა და 12ბ კორპუსებში წყალომარაგების შეზღუდვა გამოიწვია. არსებული ინფორმაციით, წყლის მილის დაზიანება ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებმა გამოიწვია. ამ ეტაპზე, ადგილზე კომპანია
” რუსთავის წყალის ” წარმომადგენლები მუშაობენ. აღნიშნულ ლოკაციაზე წყალმომარაგება ღამის 2 საათზე აღდგება.