მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მსოფლიო მედია წერს

BBC წერს, რომ მასობრივი პროტესტი რუსი დეპუტატის საკანონმდებლო ორგანოში გამოჩენას მოჰყვა.
ბრიტანული მედია აღნიშნავს, რომ ათასობით ადამიანი სერგეი გავრილოვის ვიზიტის გასაპროტესტებლად შეიკრიბა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომას ესწრებოდა.დაძაბულობამ კი მაშინ იმატა, როდესაც მან პარლამენტის სპიკერის სავარძელი დაიკავა.
ფრანგული მედია იტყობინება, რომ ირაკლი კობახიძის გადადგომის მოთხოვნით 10 000 ადამიანი შეიკრიბა. პოლიციამ კი აქციის მონაწილეებს პარლამენტში შესვლის საშუალება არ მისცა.
CNN პარლამენტის შენობის გარეთ შეკრებილი ათასობით ადამიანების შესახებ წერს, პუბლიკაციაში დაშავებულების დიდი რაოდენობის შესახებ არის საუბარი.
ევრონიუსი კი აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარ შეტაკებებზე, ასევე პოლიციის მიერ შეკრებილების წინააღმდეგ გამოყენებულ ძალაზე წერს.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენები მოხვდა „დოიჩე ველეს“ ყურადღების ცენტრში. ,, პოლიციის მიერ გამოყენებული რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი“- ასე ეხმაურება ტელეკომპანია 20 ივნისს საქართველოში მიმდინარე აქციებს.
Reuters-ს წერს, რომ მოსკოვი შეშფოთებულია საქართველოს რადიკალური პოლიტიკური ძალების წარმომადგენლების ქმედებებით, რის გამოც თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობა ჩაიშალა.
ამერიკულმა მედიამ პარლამენტთან განვითრებული მოვლენები Facebook-ზე პირდაპირ ეთერში გადასცა. მანამდე კი ევროკავშირის წარმომადგენლობამ მხარეებს მოუწოდა, ყველა შემთხვევაში კონსტიტუციის ფარგლებში იმოქმედონ. განცხადება გაავრცელა ასევე ამერიკის საელჩომაც.