,,მინდა შეგახსენოთ,გროზნოდან თბილისამდე 200 კილომეტრია”- ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური

“მინდა შეგახსენოთ, გროზნოდან თბილისი მხოლოდ 200 კილომეტრშია”- ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური, რამზან კადიროვი თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. “2018 წელს რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში სამ ნახევარი მილიარდი დოლარი დატოვეს. და რას მიაღწიეს ანტირუსულმა რადიკალებმა? ამას მაშინ იგრძნობს საქართველო, როდესაც სასტუმროები, რესტორნები, კაფეები და პლაჟები დაცარიელდება”- წერს კადიროვი თავის ტელეგრამის არხზე.
ჩეჩნეთის ლიდერი ამბობს, რომ მსოფლიომ ქართული კულტურა, ლიტერატურა და ხელოვნება რუსეთის წყალობით გაიცნო.მისივე თქმით 20 ივნისს, მაშინ როდესაც რუსი დეპუტატები საქართველოში იმყოფებოდნენ, ვითარება იმ პოლიტიკოსებმა დაძაბეს, ვისაც დიდი ხანია სურს სიტუაციის გამწვავება , შექმნილ ვითარებაში ხელისუფლებას ადანაშაულებს.