„საქართველოს მელიორაციას“ მსოფლიო ბანკმა 25 ერთეული „რენოს“ მარკის ავტომანქანა, სპეციალური ეკიპირება და კომპიუტერული ტექნიკა გადასცა.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ 2015 წლიდან მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, როგორც სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის, ისე ტექნიკური აღჭურვილობის უზრუნველყოფის მიზნით, 45 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროექტს ახორციელებს.
“აღსანიშნავია, რომ საირიგაციო არხების აღდგენისა თუ ირიგაციის გამართული სამუშაოებისთვის კომპანიის რებრედინგი საქმიანობის წარმართვას კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის“ – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ტექნიკის გადმოცემის ღონისძიებაზე განაცხადა. სამინისტროს ინფორმაციით, დღეისათვის დასრულებულია ქვემო სამგორის, ზედა რუსა და ტბისი კუმისის საირიგაციო სისტემების მაგისტრალური არხების სარეაბილიტაციო-აღდგენითი სამუშაოები; ამჟამად აღნიშნული სისტემების შიდა სამეურნეო ქსელებზე მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები, რომელიც 2019 წლის ბოლოსთვის დასრულდება.
მთავარი ყველა საქართველო მსოფლიო ბანკმა „საქართველოს მელიორაციას“ 25 ავტომანქანა და ეკიპირება გადასცა