„ნაცმოძრაობამ“, ამ პოლიტიკურმა შავმა ჭირმა დაგეგმა ძალადობრივი აქტი-ირაკლი სესიაშვილი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი 20-21 ივნისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია სამარცხვინოდ მოიქცა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“, პოლიტიკურმა შავმა ჭირმა დაგეგმა ეს ძალადობრივი აქტი და გამოიყენა ადამიანები საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის.- განცხადა სესიაშვილმა.

ასევე ის გამოეხმაურა პოლიციელების მოქმედებას 20 ივნისის ღამეს, უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მმართველი გუნდი პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რაც მოხდა.