ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის შესახებ კანონი გამკაცრდა. რაც გულისხმობს იმას,რომ შემაკავებელი და დამცავი ორდერით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის პირველივე შემთხვევისას კანონის დამრღვევს სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.
კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით,წარსულში ჩადენილი ძალადობრივი აქტი პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად აღიქმება. კანონში ცვლილება არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენილ ოჯახურ და დისკრიმინაციულ დანაშაულთან დაკავშირებითაც შევიდა.
გენდერული ნიშნით ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანების, თვითმკვლელობის ცდამდე ან თვითმკვლელობამდე მიყვანა დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა. კანონის მიხედვით ოჯახში ძალადობა ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.