პარიზში ყვითელჟილეტიანების აქცია გრძელდება.
მოძრაობის მხარდამჭერებმა და აქტივისტებმა საფრანგეთის დედაქალაქში რიგით 30-ე აცია გამართეს.
ყვითელჟილეტიანებს, ხელისუფლებამ დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში აქციის გამართვაზე უარი უთხრა, რის გამოც აქტივისტები პარიზის გარეუბანში შეიკრიბნენ და აქცია განაგრძეს.
აქციის მონაწილეები პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გადადგომას ითხოვენ.
8 ივნისს გამართულ დემონსტრაციებში 10 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.









