თბილისში, პეკინის ქუჩაზე “აიპლიუსის” მაღაზიაში მძარცველები შეიჭრნენ.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციის ეკიპაჟები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთი პირი შეეცადა მაღაზიის დაყაჩაღებას, თუმცა, შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა, მამაკაცი ადგილზევე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.