რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანება 3-4 წლიან ასაკობრივ ჯგუფებში აღსაზრდელების რეგისტრაციას აგრძელებს.
რეგისტრაციის პროცესი ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს, შემცირებულია მომლოდინეთა რაოდენობაც.
გაერთიანების ხელმძღვანელის, ეკა ხუციშვილის განცხადებით, რეგისტრაციის პირველ დღეს ბაღებში 600- მდე ადგილი შეივსო. ამ დროისთვის კი 400-მდე ვაკანტური ადგილია. მისივე თქმით, აღსაზრდელების გადანაწილება მშობლებისთვის სასურველ ფილიალებში მოხდა.
გამონაკლისია, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ბაგა-ბაღები, სადაც ადგილების სიმცირის გამო ყველა აღსაზრდელი სასურველ ადგილას ვერ ჩაირიცხა.









