“რუსთავმა” და “ლოკომოტივმა” ქულები გაიყვეს

თბილისის “ლოკომოტივმა”, მე-19 ტურის შეხვედრაში, მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე რუსთავის “რუსთავს” უმასპინძლა, შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და საბოლოოდ ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

შეხვედრის მე-2 წუთზე თავი ირაკლი სიხარულიძემ გამოიჩინა, რომელმაც კობახიძის გადაცემა გამოიყენა და “ლოკომოტივი” დააწინაურა. პირველი ტაიმის მიწურულს, 44-ე წუთზე წონასწორობა ზაზა ციცქიშვილმა აღადგინა. შეხვედრის 70-ე წუთიდან “ლოკომოტივი” 10 კაცით დარჩა, შეხვედრის არბიტრმა ოთარ კობახიძეს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

19 ტურის შემდეგ “რუსთავს” 15 ქულა აქვს და ჩემპიონატში მე-9 ადგილს იკავებს.