რუსთავში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრში ადაპტირებული ლიფტი მოეწყობა.
პროექტი ცენტრის დონორი ორგანიზაციის „აღმოსავლეთ ევროპის საპროექტო ჯგუფის„ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე ადაპტირებული ლიფტის მოწყობისთვის 19 000 ევროა გამოყოფილი.
პროექტის ფარგლებში დონორი ორგანიზაცია რუსთავში ვიზიტით იმყოფებოდა და ქალაქის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.







