სეტყვამ წალკის რამდენიმე სოფელი დააზარალა

სეტყვამ წალკის რამდენიმე სოფელი დააზარალა.

საყდრიონში, სამებაში და განთიადში მოსახლეობას სასოფლო სამეურნეო ნაკვეთები და ბოსტნეული დაესეტყვა. წალკის მუნიციპალიტეტის მერის ილია საბაძის განცხადებით წარმომადგენლემა სოფლებში სიტუაცია შეისწავლეს.
ჯერჯერობით ზარალის ოდენობა დადგენილი არ არის. მისივე თქმით მოსალხეობა საქმის კურსშია რომ საკუთარი მოსავალი უნდა დააზღვიოს. მერია ზარალის ანაზღაურების გაცემას არ გეგმავს.