სროლა ვაშინგტონში-ლგბტ თემის მხარდამჭერ აქციაზე, არიან დაშავებულები

ვაშინგტონში, ლგბტ თემის მხარდასაჭერ აქციაზე სროლა იყო, რამაც პანიკა გამოიწვია. პანიკის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მათ სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღეს. პოლიციაში განაცხადეს, რომ მათ მიიღეს შეტყობინება შეიარაღებული მამაკაცის შესახებ, რომელიც აქციაზე ისროდა. სამართალდამცველებმა მისი დაკავება შეძლეს. ჯერ უცნობია, ისროდა თუ არა ის აქციის მონაწილეების მისამართით.