უკრაინისა და პოლონეთის საგარეო უწყებების მხარდაჭრა აქციის მონაწილეებს

პოლონეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროები თბილისში აქციის მონაწილეებს მხარდაჭერას უცხადებენ.
“უკრაინა ადასტურებს სოლიდარობას ქართველ ხალხთან მათ ბრძოლაში სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და დემოკრატიის შემდგომ განვითარებას” — ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების პრესსპიკერის განცხადებაში.