„ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უძღვება.
პარტიის ოფისში იმყოფებიან პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და მმართველი გუნდის წარმომადგენლები.
სხდომაზე გუშინ, პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელებენ.









