ქედაში გერმანელი ტურისტი დაიღუპა

ქედაში 76 წლის გერმანელი ტურისტი დაიღუპა. მამაკაცი ჯგუფთან ერთად ველოსიპედით მოძრაობდა, მას ველოსიპედი სოფელ გობრონეთის გზაზე მოუცურდა , რის შედეგადაც მამაკაცი დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს