იტალიური კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებები ინტენსიურად მიმდინარეობს ქვემო ქართლის რეგიონში, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში, სადაც კალიის კერებია დაფიქსირებული.
ამ ეტაპზე უკვე დამუშავებულია 1700 ჰექტარზე მეტი ფართობი.
ქვემო ქართლის, შიდა ქართლსა და კახეთის რეგიონებში იტალიური კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებები მაისიდან დაიწყო. სამივე რეგიონში, დღეისათვის უკვე დამუშავებულია 10 000 ჰა-მდე ფართობი.
კალია საშიში მავნებელია, რომელიც ანადგურებს მწვანე საფარს. მავნებელი საფრთხეს არ წარმოადგენს ადამიანისათვის.