ძლიერი სიცხის გამო ევროპაში რვა ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ჰაერის ტემპერატურამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია იტალიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში.
ძლიერი სიცხის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა საფრანგეთში, ორი ესპანეთში, ორი კი იტალიაში.
მეტეოროლოგების თქმით, ძლიერი სიცხე ევროპაში ჩრდილოეთ აფრიკიდან გადმოსულმა ცხელი ჰაერის მასებმა განაპირობა.