ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

თბილისში, კერძოდ ავლაბარში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებას მართავს.