ავტოსაგზაო შემთხვევა მეგობრობის გამზირზე (+ფოტო)

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მეგობრობის გამზირზე .

“ოპელის” მარკის ავტომობილი შუქნიშანთან შეჩერდა, რა დროსაც უკნიდან მომავალმა “იაგუარის” მარკის ავტომობილის მძღოლმა დამუხრუჭება ვერ მოასწრო და უკნიდან შეეჯახა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
იაგუარის მარკის ავტომობილს შეჯახების შემდეგ გადაცემათა კოლოფი გაეჭედა, რის გამოც გზის მეორე ზოლიდან მისი გადაყვანა დროულად ვერ ხერხდება.