ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე.
ერთმანეთს “ლექსუსის” მარკის მსუბუქი ავტომობილი და “ინტერტრანსის” მიკროავტობუსი შეეჯახნენ.
ადგილზე იმყოფება სახანძრო სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
როგორც ტვ4-ის ჟურნალისტი ადგილიდან იუწეყბა, მისი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა, აქედან 6 მათგანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
ჩვენი გადამღები ჯგუფი ადგილზე იმყოფება, დამატებით დეტალებს ეტაპობრივად მოგაწვდით.