საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა ავღანეთში, პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემ ბაგრამის საავიაციო ბაზის მეთაურს, ბრიგადის გენერალ დენიელ კონლის მედალი „გენერალი კვინიტაძე“ გადასცა.
აშშ-ის საზღვაო ქვეითების გენერალმა თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედალი ქართული ქვედანაყოფებისთვის ავღანეთში აღმოჩენილი მხარდაჭერისა და ქართულ-ამერიკული სამხედრო თანამშრომლობის ჩამოყალიბებაში შეტანილი წვლილისთვის მიიღო.