აფეთქების შედეგად დაშავებული 7 ადამიანიდან 3-ის მდგომარეობა მძიმეა

ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებული სამი ადამიანი ქუთაისის თერმულ დაზიანებათა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ცენტრშია მოთავსებული.

ექიმების განცხადებით, სამივე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, მათ სხეულის 75-დან 30-იანი% დამწვრობა აღენიშნებათ.

ორი პაციენტი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი თბილისში გადაჰყავთ.