აქციაზე რამდენიმე ადამიანი დაშავდა

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე დაპირისპირებისას დროს, რამდენიმე ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ცნობით, ადამიანებს ინტოქსიკაცია აღენიშნებათ. დაშავებულთა შორის არიან ძალოვანი უწყების ათამდე თანამშრომელი. ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე სასწრაფო დახმარების ბრიგადა. რამდენიმე ადამიიანმა გონება დაკარგა ცრემლდასადენი გაზის გაშვებისას, მათ დახმარებას ადგილზე უწევენ.