ამ წუთებში თბილისში რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს.
პარლამენტის შენობასთან სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არიან შეკრებილი.
აქციის მონაწილეები, დღეს მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეაზე, პარლამენტის შენობაში რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ ასამბლეის სხდომის წაყვანის ფაქტს აპროტესტებენ.