„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან იმოფებოდნენ.აქციის მონაწილეების ინფორმაციით ,მათ სურთ, ბიძინა ივანიშვილამდე მიიტანონ მათი ოთხოვნა ,რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ დაკავებული თანამდებობა დატოვოს.
აქციის მონაწილეებმა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ მსვლელობა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან გამართეს. აქციაზე იმყოფებოდნენ „ნეციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებიც.
შეგახსენებთ ,პარლამენტთან აქცია მერვე დღეა მიმდინარეობს.
აქცია ხვალ, 19:00 საათზე პარლამენტის შენობასთან განახლდება.