აქციის მონაწილეები გახარიას, კობახიძის და გომელაურის გადადგომას მოითხოვენ

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა მთავრობას ერთი საათი მისცეს, იმისთვის რომ გიორგი გახარია, ირაკლი კობახიძე და ვახტანგ გომელაური გადადგნენ, პირები რომლებმაც სერგეი გავრილოვის საქართველოში შემოსვლა დაუშვეს.

მათი განცხადებით თუ 00:00 საათამდე გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, ისინი პარლამენტის შენობაში შევლენ.

საპროტესტო აქციაზე გამომსვლელთა ინფორმაციით, თბილისისკენ მოსახლეობა რეგიონებიდანაც დაიძრა. გამომსვლელები პოლიციას მოუწოდებენ ხალხის მხარეს დადგნენ.