აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ბოთლები დაუშინეს

აქციის მონაწილეები პოლიციის კორდონის გარღვევას და პარლამენტის შიდა ეზოში შესვლას ცდილობენ. აქციის მონაწილეები სპეცრაზმის მიმართულებით სხვადასხვა სახის ნივთებს ისვრიან. დაპირისპირების დროს, სპეცრაზმის წევრებს ფარები წაართვეს და პოლიციელებს ცარიელი ბოთლები დაუშინეს.

ადგილზე დაძაბული ვითარების განმუხტვას სამართალდამცველები ცდილობენ.