ამერიკის ხელისუფლებამ უცხოელებისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ვიზების მისაღებად ახალი წესი შემოიღო.
კანონის თანახმად პირს, რომელსაც ამერიკის ვიზის აღება სურს, ვალდებულია წარმოადგინოს ინფორმაცია სოციალურ ქსელებში საკუთარი ექაუნთის შესახებ.
გეგმის თანახმად ვიზის აღების მსურველებს მოეთხოვებათ, ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოყენებული სოციალური პლატფორმების სიის და ინფორმაციის წარდგენა.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, თუკი ვიზის მიღების მსურველი იცრუებს, რომ არ გააჩნია საკუთარი გვერდი სოციალურ ქსელებში, მას სერიოზული საიმიგრაციო შედეგები ელოდება.