,,ახალგაზრდული ფორუმი 2019” გაიხსნა

,,ახალგაზრდული ფორუმი 2019” გაიხსნა.  

ფორუმზე დასასწრებად  რუსთავის მუზეუმის ეზოში  სხვადსხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რომლებიც ახალგაზრდული მიმართულებით მუშაობენ .  შეხვედრაზე მიმდინარე პროექტების განხილვა და დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.

ფორუმის ორგანიზატორი რუსთავის სახელოვნებო სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრია. ცენტრის ხელმძღვანელმა დამსწრე საზოგადოებას ახლახანს შექმნილი  ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია , როგორც მან განაცხადა  წევრები კონკურსის წესით  და ახალგაზრდული ასოციაციების რეკომენდაციებით შეირჩა.
საბჭოს საქმიანობისთვის 2020 წლის ბიუჯეტში 1600 ლარია გათვალისწინებული .