ბაგა-ბაღებში 3-4 წლიან ჯგუფებში რეგისტრაცია დაიწყო

საბავშვო ბაგა-ბაღებში 3-4 წლიან ჯგუფებში რეგისტრაცია დაიწყო .

რეგისტრაციის პროცესი დღეიდან დაიწყო და 7ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
ბაღებში დასარეგისტრირებლად აუცილებელია ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი, ჯანმთელობის ცნობა, რუსთავში ცხოვრების რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობა და ორი ფოტოსურათი .

ბაგა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, ეკა ხუციშვილის განცხადებით აღსაზრდელებისთვის ბაღებში საკმარისი ადგილებია.