ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს რუსთავის ისტორიულ მუზეუმში (+ფოტო )

ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი პროექტის ფარგლებში რუსთავის ისტოროიულ მუზემში პატარების მიერ შესრულებული ნამუშევრების გამოფენა გაიმართა .
პროექტის ორგანიზატორი კულტურის, სპორტის და ახალგაზრდოსბი განვითარების ცენტრის კურატორი ნატალია ჩხარტიშვილია. პროექტში მონაწილეობა ასზე მეტმა საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებმა მიიღო ,მათ სიგელები ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ პროექტის ავტორთან ერთად გადასცა. როგორც მუზეუმის დირექტორი ნაზი პაჭიკაშვილი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, მუზეუმი ასევე უმასპინძლებს სამუზეუმო კონკურსს ,, მუზეუმი რუსთავის ისტორიის კვალდაკვალ“ – ის გამარჯვებულებს და აქტიურ მონაწილეებს და მათ სიგელებს და საჩუქრებს გადასცემენ.