“ნუ წაართმევ ბავშვობას”- ამ სახელწოდებით შინაგან საქმეთა სამინისტრო 18-დღიან საინფორმაციო კამპანიას იწყებს. კამპანია ბავშვთა ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ არის მიმართული.
ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, უწყება მაქსიმუმს გააკეთებს, რომ დამნაშავეებმა პასუხი აგონ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 2018 წელს არასრულწლოვანთა ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით 180-მდე ფაქტზე დაიწყო გამოძიება.