ბაღებში 2-3 წლიან ასაკობრივ ჯგუფებში რეგისტრაცია დღეს დაიწყება

ბაგა-ბაღებში 2019-2020 სასწავლო წლისათვის, 2-3 წლიან ასაკობრივ ჯგუფებში რეგისტრაციის პროცესი დღეს 12:00-საათზე დაიწყება.
ბაღებში ჩარიცხვის გადამოწმება შესაძლებელი იქნება 2019 წლის 15 ივნისს 13:00- საათიდან.

ბაგა-ბაღებში ელექტრონულად ბავშვების დარეგისტრირება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
მომხმარებელს მაქსიმუმ 3 სავარაუდო ბაღის არჩევის უფლება აქვს.

სასურველ ბაღში ჩარიცხვა პრიორიტეტის მიხედვით მოხდება: რიგითი ნომერი, პირველ ნომრად არჩეული ბაღი, მეორე ნომრად არჩეული ბაღი, მესამე ნომრად არჩეული ბაღი.
რეგისტრაციისას აუცილებლად და სწორად შესავსები ველებია:
1. ბავშვის პირადი #
2. ბავშვის სახელი
3. ბავშვის გვარი
4. პირველ ნომრად არჩეული ბაღი
5. ტელეფონის ნომერი

აღსაზრდელი, რომელიც ვერ მოხვდება ვერცერთ ბაღში, გადავა სარეზერვო სიაში რომლის მოქმედების ვადაა 2020 წლის პირველ მაისამდე.