“ადგილობრივი ხელისუფლება ახალი ეკონომიკური შესაძლებლობებისთვის სოფლის მეურნეობაში და სოფლად”- ამ სახელწოდებით ბოლნისის მუნიციპალიტეტში საერთაშორისო ფორუმი მიმდინარეობს.
ღონისძიება ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოფიციალურად გახსნეს .ფორუმის მთავარი მიზანია ადგილობრივი ხელისუფლების პოტენციალის განსაზღვრა აგრობიზნესისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაში. შეხვდრას რეგიონალური და ცენტრალური ხელისუფლების პირებთან ერთად საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან .აღსანიშნავია ,რომ მუნიციპალიტეტი საერთშორისო ფორუმს პირველად მასპინძლობს.
ფორუმი ბოლნისში ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება ,რომლის ფარგლებშიც მოწვეული სტუმრები ბოლნისის ტურისტულ და კულტურულ პოტენციალს გაეცნობიან .მათი ჩართულობით ელიას მთაზე სხვადასხვა ჯიშის ვაზის ნერგები დაირგვება და მოხდება ადგილობრივი წარმოების ღვინის დეგუსტაცია.