ბოლნისი მდგრადი ენერგეტიკის დღეს შეუერთდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტი ევროპის ენერგეტიკის კვირეულს შეუერთდა და მდგრადი ენერგეტიკის დღე „დაზოგე ენერგია და დააზღვიე შენი ჯანმრთელობა“ აღნიშნა. ღონისძიება „მერების შეთანხმება აღმოსავლეთით“ ფარგლებში,ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს მხარდაჭერით გაიმართა.

დღის განმავლობაში საგანმანათლებლო,კულტურული და სპორტული აქტივობები ჩატარდა.

ძველი გერმანული უბნიდან სხვადასხვა პროფესიის, ასაკისა და სქესის ადამიანებმა ეკოლოგიურად უსაფრთხო ტრანსპორტით სარგებლობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციისთვის ველოსიპედებით ქალაქის მთავარ შესასვლელამდე ველოტური მოაწყვეს.