ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიანში, სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურულ სახლ-მუზეუმში “საბაობის” დღესასწაული აღინიშნება. საზეიმო ღონისძიებას ბოლნისის მერი დავით შერაზადიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებიან. მუზეუმში შეკრებილი ადამიანების დიდი ნაწილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები არიან. აუდიტორიის წინაშე საჯარო ლექცია-სემინარს გიორგი კეკელიძე ჩაატარებს, 16 საათიდან კი ღონისძიება ბოლნისის კულტურის სახლში გადაინაცვლებს, სადაც ლეგენდარული “ქართული ხმებისა” და თბილისის მერიის “ბიგ ბენდის” კონცერტი გაიმართება, რომელზე დასწრებაც ნებისმიერი ადამიანისთვის თავისუფალი იქნება.












