ბუნებრივი აირის მილს ცეცხლი გაუჩნდა (+ფოტო)

მესხიშვილის 13 ნომერში მეექსვე სართულზე ბუნებრივი აირის მილს ცეცხლი გაუჩნდა.ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო ეკიპაჟი,კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟი,სასწრაფო დახმარების ბრიგადა და სოკარ გაზის საავარიო ჯგუფი. ამ დროისათვის ცეცხლი ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.