გარდაბნის მუნიციპალიტეტში ქორწილის ესკორტი ავარიაში მოყვა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ სააკაძესთან ქორწილის ესკორტი ავარიაში მოყვა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ერთმანეთს სამი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახა. მათივე ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, რომლებიც კონტაქტურ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულებს შორის ნეფე-პატარძალია.

თვითმხილველების ინფორმაციით, სატვირთოს თავდაპირველად ის ავტომობილი შეეჯახა, რომელშიც ნეფე-პატარძალი იჯდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.