სოფელ ნაზარლოში მცხოვრები 33 წლის ფეხმძიმე ქალი საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.
გარდაცვლილის ბიძაშვილის თქმით, ქალს შუადღის საათებში ტკივილები დაეწყო, რის შემდეგაც იგი ჰოსპიტალში მოათავსეს , ჩატარებული კვლევების შედეგად 8 თვის ფეხმძიმე ქალი საავადმყოფოდან უკან გაწერეს, მოხდა 2 მედიკამენტის დანიშვნაც. საღამოს საათებში ტკივილები განმეორდა და განმეორებითი ჰოსპიტალიზაციიდან 30 წუთში პაციენტი გარდაიცვალა.
ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. გარდაცვლილი ქალი სოფელ ნაზარლოში გადაასვენეს. ექსპერტიზის პასუხები 3 კვირაში გახდება ცნობილი. გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ახლობლები საავადმყოფოსთან არიან შეკრებილები და პასუხისმგებელ მედ პერსონალთან გასაუბრებას ითხოვენ.
ოჯახს აინტერესებს რა გახდა 33 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი.ამ დრომდე ჰოსპიტალის მენეჯმენტის მხრიდან საპასუხო განცხადება არ გაკეთებულა, რაც ოჯახის წევრების გაღიზიანებას იწვევს.