გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულ 5 მოთამაშეს საფეხბურთო საქმიანობა სამუდამოდ აეკრძალა

ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, „ვიტ ჯორჯიას“ ხუთ მოთამაშეს – გიორგი გეთიაშვილს, ჯონი შეროზიას, ნიკოლოზ მაისურაძეს, ნოდარ კიკნაველიძესა და პაატა ღუდუშაურს გარიგებული მატჩების გამო, საფეხბურთო საქმიანობა სამუდამოდ აუკრძალა. ხოლო კლუბს ექვსი ქულა დააკლდა და 50 ათასი ლარით დაჯარიმდა.

ხუთივე მათგანი საქმეზე ბრალდებულია, თუმცა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს საფუძველზე გათავისუფლდნენ.

კომიტეტმა ასევე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, დროებით აუკრძალა საფეხბურთო მატჩებში მონაწილეობ „გურიას“ ორ მოთამაშეს -რობერტ იმერლიშვილისა და ირაკლი ბაჯელიძის, ასევე „ჭიათურის“ ერთ მოთამაშეს ირაკლი ხუჭუას.