გოგონა მე-7 სართულის ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა

თბილისში, მე-9 კლასელი გოგონა კორპუსის მე-7 სართულის ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ ღამით, მოზარდის საცხოვრებელ სახლში მოხდა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.